13 აგვისტო 2026,   02:01
ვრცლად
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ლაჩთის მოსახლეობას შეხვდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, სოფელ ლაჩთის მოსახლეობას შეხვდა და დასახლებისთვის არსებული საჭიროებები მათთან ერთად განიხილა.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა კონკრეტული პროექტები, რომლებიც წლის ბოლომდე განხორციელდება. ამისთვის მუნიციპალიტეტისათვის დაახლოებით 650 ათასი ლარია გამოყოფილი.

დღის ამბები