22 ივნისი 2026,   17:31
ვრცლად
დონეცკის მახლობლად, რუსული ძალების დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

რუსული ძალების დარტყმის შედეგად დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაში მსხვერპლთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 30 კი მძიმედ დაშავდა.

დანგრეულია 8 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა, დაზიანებულია 30 ავტომობილი. შეტევის შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა, სამაშველო ოპერაციების მიმდინარეობის დროს კი რუსეთმა მეორე დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც მანქანა დაზიანდა.

უკრაინული მედიის ცნობით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქზე განხორციელებული შეტევის შედეგად, დანგრეულია საწარმო, შვიდი ადამიანი კი მძიმედაა დაშავებული.

დღის ამბები