საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები მომდევნო კვირას პარიზში უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ.
შეხვედრა ოთხშაბათს შედგება - მთავარი საკითხი ამერიკული დახმარების შეწყვეტის ფონზე ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაზრდის გზები იქნება.
ფრანგულ გამოცემა "ფრანს პრესთან" ინტერვიუში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ 5 ქვეყანა ახლა კიევის მხარდამჭერი ქმედების კოორდინირებაზე მუშაობს.