22 ივნისი 2026,   04:13
ვრცლად
"ევროპა ნათელი და ახლო საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი თავის დაცვა"- ურსულა ფონ დერ ლაიენი

"ევროპა ნათელი და ახლო საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, ისევე როგორც ჩვენ უნდა შევძლოთ უკრაინის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ მან შეძლოს თავის დაცვა და ხანგრძლივი, სამართლიანი მშვიდობისკენ სწრაფვა," - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სამიტზე ევროსაბჭო "ევროპის ხელახალი შეიარაღების გეგმაზე" იმსჯელებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიდგეთ. ეს გარდამტეხი მომენტია ევროპისა და უკრაინისთვის, როგორც ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილისთვის. ევროპა ნათელი და ახლო საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, ისევე როგორც ჩვენ უნდა შევძლოთ უკრაინის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ მან შეძლოს თავის დაცვა და ხანგრძლივი, სამართლიანი მშვიდობისკენ სწრაფვა.

ჩვენ გვსურს მშვიდობიანი ძალა, და სწორედ ამიტომ წარვუდგინე დღეს ლიდერებს "ევროპის ხელახალი შეიარაღების გეგმა". ეს გეგმა გამოყოფს 800 მილიარდ ევრომდე თავდაცვის ინვესტიციებისთვის. ეს ხელს შეუწყობს ევროპის, ევროკავშირის ხელახალ შეიარაღებას, მაგრამ ასევე უკრაინის შეიარაღებას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დღის ამბები