13 აგვისტო 2026,   01:54
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დაკავებულებს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.

სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ასევე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის საკითხი.

დაკავებულებიდან სამს - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, ხუთს კი მასში მონაწილეობას.

ბრალდებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები