15 აგვისტო 2026,   12:44
ვრცლად
მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა გრძელდება - დღეს მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს შეცვლის თუ არა აღკვეთის ღონისძიებას

მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა გრძელდება. დღეს მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს შეცვლის თუ არა აღკვეთის ღონისძიებას. ამასთან, დაუშვებს თუ არა მტკიცებულებებს და განიხილავს თუ არა საქმეს არსებითად.

წინასასამართლო სხდომას "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელიც ესწრება - მზია ამაღლობელმა განაცხადა, რომ თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. სასამართლოს შენობაში შეიკრიბნენ დაკავებული ჟურნალისტის კოლეგები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები- სასამართლოშია საფრანგეთის ელჩიც.

მზია ამაღლობელს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები