20 აგვისტო 2026,   05:10
ვრცლად
დიდთოვლობა სამტრედიის მუნიციპალიტეტში - ამ ეტაპზე პრობლემური ზონების უმეტესობა უკვე გაწმენდილია და გადაადგილება ეტაპობრივად აღდგება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ძლიერმა თოვლმა და სტიქიურმა მოვლენებმა განსაკუთრებით მძიმე ვითარება შექმნა მაღალმთიან სოფლებში. გაწმენდითი სამუშაოები, რთული რელიეფის გამო გართულდა, რის გამოც სამუშაოებში დამატებითი ტექნიკა ჩაერთო.

ამ ეტაპზე პრობლემური ზონების უმეტესობა უკვე გაწმენდილია და გადაადგილება ეტაპობრივად აღდგება. სტიქიის ზონაში იმყოფება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური და აქტიურად აგრძელებს სამუშაოებს.

მოსახლეობას უკვე გადაეცა ყველა აუცილებელი პროდუქტი და მედიკამენტი. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო ბუნებრივი აირის მაგისტრალზე ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა გრძელდება.

"სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალები, ასევე მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფი. ელექტრო ენერგია ამ ეტაპისთვის, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება, მიმდინარეობს გაზის მაგისტრალზე დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოები და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები," - აცხადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე.

დღის ამბები