21 აგვისტო 2026,   02:23
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს 26 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა თბილისის მუნიციპალიტეტის სოფელ თელოვანსა და სოფელ დიღომს შეეხება.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 თებერვალს 12:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ თელოვანში და სოფელ დიღომში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები