გერმანის, ბუნდესტაგის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია:
29%-ით, "ქრისტიან -დემოკრატიული კავშირი" ლიდერობს;
19.5%-ით მეორე ადგილს "ალტერნატივა გერმანიისთვის" იკავებს;
16% - ოლაფ შოლცის "სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ" მიიღო;
13.5% - მწვანეებმა;
8.5% - მემარცხენეებმა მიიღეს.
სწორედ ეს ოთხი პოლიტიკური მოთამაშეა, რომელმაც გერმანიაში 5%-იანი ბარიერი გადალახა და ბუნდესტაგში ადგილი დაიკავა.
ბოლო მონაცემებით, მკაფიოა, რომ ოლაფ შოლცი კანცლერის ადგილს ვეღარ დაიკავებს. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, მისი რეიტინგის ვარდნა, ძირითადად, მიგრაციისა და ფასების ზრდის პრობლემებმა განაპირობა. გარდამტეხ მომენტი მაშინ იყო, როცა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ჯერჯერობით, უცნობია, ვისთან შევა ოლაფ შოლცი კოალიციაში, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის "ქრისტიან-დემოკრატებთან" გაერთიანდება.