ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, "ჰამასმა" დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განადგურდება, - ამის შესახებ მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.
"ჰამასის" მოპყრობა მძევლების მიმართ, ბიბასების ოჯახის სასტიკი მკვლელობის ჩათვლით, კიდევ უფრო მეტად ასახავს მათ სისასტიკეს და არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ტერორისტებმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ყველა მძევალი", - წერს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.