საპენსიო სააგენტოს მუშაობის შესახებ ანგარიში დეპუტატებმა მოისმინეს.
ჯანდაცვის კომიტეტში მოხსენებით წარდგა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. გიორგი ჭიჭინაძემ კანონმდებლებს 6-თვიანი ანგარიში გააცნო.
"2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს, საპენსიო აქტივების ჯამურმა წლიურმა ღირებულებამ 5 მილიარდ 321 მილიონ ლარს მიაღწია. საპენსიო სააგენტოს მიერ მართულმა სამმა პორტფელმა, კონსერვატიულმა, დაბალანსებულმა, დინამიკურმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. საპენსიო შენატანები ადმინისტრირების ეროვნულ სისტემაში დარეგისტრირდა 6 124 დამსაქმებელი და გაწევრიანებულ იქნა 114 177 დასაქმებული. პენსია გავეცით 10 000 მონაწილეზე", - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.