გიორგი გამსახურდია პლატფორმა X-ზე საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას ეხმიანება.
როგორც გამსახურდია აღნიშნავს, მაკა ბოჭორიშვილმა ჩაბუდებულ აგენტურას დაადგა კუდზე ფეხი და ვერ ინელებენ მავანნი, საყრდენი და ინფორმატორები რომ გამოეცლებათ.
"ახლა გახდება მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობა ამ მანქურთების სალაპარაკო. ეტყობა კი არა, ფაქტია, ჩაბუდებულ აგენტურას დაადგა კუდზე ფეხი და ვერ ინელებენ მავანნი, საყრდენი და ინფორმატორები რომ გამოეცლებათ. წლებია, საჯარო მოხელეა და შემოსავალიც დეკლარირებული, თქვენ მოპარულ და ნაძარცვს მიხედეთ", - წერს გიორგი გამსახურდია.