13 აგვისტო 2026,   08:31
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის პროცესი გაიმართა - ის ნოემბერში მიმდინარე აქციების დროს დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. სასამართლოში ჩვენება მისცა გამომძიებელმა.

მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცველებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დააკავეს.

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.

დღის ამბები