ამერიკის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო დასრულებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ საუბრობს. CNN-ის ინფორმაციით, რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ქმედება არის "ურთიერთობის დასაწყისი, რომლითაც შეგვიძლია, დავასრულოთ ეს ომი და მილიონობით ადამიანის მკვლელობა შეწყდეს".
შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაციამ, 3-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ამერიკელი მასწავლებლის სამშობლოში დაბრუნება შეძლო. დაკავებულს მარიხუანას გადატანაში ადანაშაულებდნენ.
უკრაინაში ომი გრძელდება. არც გასულ ღამეს ჩაუვლია საჰაერო განგაშის, აფეთქებებისა და ხანძრების გარეშე. არის მსხვერპლიც.
დაბომბილია სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, ასევე ქალაქი კრივოი-როგი.
უკრაინის გენერალური შტაბის იტყობინება, რომ მათმა თავდაცვის ძალებმა პოკროვსკის მიმართულებით ყველა იერიშის მოგერიება შეძლეს.
ამავე დროს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 18-დან 24 წლის ჩათვლით მოხალისეებთან ერთწლიან კონტრაქტის გაფორმება დაიწყო, რაც მსურველებისთვის ერთჯერადად - ერთი მილიონი უკრაინული გრივნას, ანუ 24 ათასი დოლარის, მიღებას ითვალისწინებს.