უკრაინის თავდაცვის მინისტრი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რუსტემ უმეროვის მიმართ სისხლის სამართლის საქმე "კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" განცხადების საფუძველზე აღძრეს.
მედიის ინფორმაციით, მან უკანონოდ თქვა უარი, გეგრძელებინა შრომითი ხელშეკრულება თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოს დირექტორისთვის, რომელსაც არმიის მომარაგების პრობლემებში სდებდა ბრალს.
ასევე, თანამდებობიდან გაათავისუფლა სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრი, რომლებმაც ბეზრუკოვასთვის შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას დაუჭირეს მხარი. თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოებში სამეთვალყურეო საბჭოები NATO-ს რეკომენდაციით შექმნეს. უმაროვი პოსტს უკვე ერთ წელზე მეტია იკავებს.