25 აგვისტო 2026,   16:58
ვრცლად
"სელფი მობაილი" Vodafone Group-ის პარტნიორი გახდა

ქართულმა მობილურმა ოპერატორმა "სელფი მობაილმა", რომელიც 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება, Vodafone Group-თან ისტორიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ტელეკომ ბაზრის განვითარებისთვის, რაც მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებულ სერვისებში აისახება.

Vodafone ევროპისა და აფრიკის წამყვანი ტელეკომ ოპერატორია, რომელიც მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას უწევს ჯამში 300 მლნ ადამიანზე მეტს. მობილური სერვისის თვალსაზრისით, Vodafone მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა.

Vodafone-თან პარტნიორობა მოიცავს ტექნოლოგიური ცოდნის გაზიარებას, საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებას და ინოვაციების განვითარებას. ამ შეთანხმების ფარგლებში სელფი მობაილმა ადგილობრივ ბაზარზე პირველმა დანერგა Vodafone-ის მსოფლიოში ცნობილი ლოიალობის პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს გლობალურ ბრენდებზე, მათ შორისაა Wolt, FiiT, SixT, Surfshark და სხვ.

"ვოდაფონი გახლავთ ხალხის დაკავშირების წამყვანი ბრიტანული კომპანია, ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას ინოვაციის დანერგვისთვის და ასევე, ხელს უწყობს მდგრადობას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში კონკურენტული და რეგულირებული ტელეკომ სექტორის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ ზრდას. მოხარულები ვართ, რომ სელფი მობაილი წარმატებით ახორციელებს პროცესებს, რათა ბაზარზე გახდეს ერთ-ერთი მოწინავე კომპანია", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეთ უორდმა.

"დღეს, ჩემთვის საკვანძო სიტყვებია ინოვაცია და დინამიკურობა, და ეს პარტნიორობა სელფის აძლევს შესაძლებლობას, გახდეს უფრო დინამიური და მიიღოს უპირატესობა გლობალური კომპანიის გამოცდილების გაზიარებით. ეს პარტნიორობა საზეიმოა საქართველოსთვის და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის", - დასძინა ელჩმა. 

 

 

( R)

დღის ამბები