29 აგვისტო 2026,   04:15
ვრცლად
"ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი გაზრდილია წინა წელთან" - დავით სონღულაშვილი

"ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი გაზრდილია წინა წელთან შედარებით 24%-ით.“ - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი საუბრობს.

როგორც ის ამბობს, პროდუქცია 70 ქვეყანაშია უკვე ექსპორტირებული. 

"აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ 70 ქვეყანაშია უკვე ექსპორტირებული ეს პროდუქცია. ეს ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ დივერსიფიცირებული არის ექსპორტი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რომ პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს დარგთან მიმართებით, არის სწორი და თანმიმდევრული და თავისთავად, ცხადია, ისეთი დარგი, როგორიც არის მეღვინეობა, არის მხარდაჭერილი ხელისუფლების მიერ," - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან რეკორდული შემოსავლები დაფიქსირდა. ოფიციალური ცნობით, 2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 565 მილიონი დოლარის ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 24 პროცენტით მეტია წინა წლის მონაცემებზე. ასევე სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში გავიდა 95 მილიონამდე ლიტრი ღვინო. 56 ქვეყანაში ექსპორტირებულია 48 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელი.

დღის ამბები