22 ივნისი 2026,   21:29
ვრცლად
ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად, გასული დღე-ღამის განმავლობაში 60 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის საჰაერო იერიშებს ხან იუნისში. საერთო ჯამში, გასული დღე-ღამის განმავლობაში შეტევებს ღაზის სექტორში დაახლოებით 60 პირი შეეწირა - მათ შორის არიან ქალები, ბავშვები, ასევე, ერთ ჟურნალისტი და ერთ მაშველი.

ისრაელის სამხედროების განცხადებით კი, მათმა ძალებმა ღაზის ჩრდილოეთით იერიში მიიტანეს აბუ შაბაკის კლინიკაზე, რომელსაც "ჰამასი" სარდლობისა და კონტროლის ცენტრად, ასევე იარაღის შესანახად იყენებდა. ისრაელის თქმით, მათ ათობით მებრძოლი მოკლეს და ზოგიერთი ტყვედ აიყვანეს.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღაზაში მყოფი მძევლებისა და სირიაში განვითარებული მოვლენების შესახებ ესაუბრა. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მათ არ აქვთ სირიასთან კონფლიქტის ინტერესი და ისრაელის ქმედებები სირიაში მიზნად ისახავდა სირიიდან პოტენციური საფრთხის აღკვეთას და მათ საზღვართან ტერორისტული ელემენტების ხელში ჩაგდების აღკვეთას.

დღის ამბები