"მძიმე ემოციურ ფონზე, რა განცხადებებს გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს, უბრალოდ, ერთადერთი, რასაც ახერხებს კიდევ, ეს არის აგენტურული ოპოზიციის მესიჯბოქსი", - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ევროკავშირის ელჩის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა რთულ მდგომარეობაშია და უწევს ოპოზიციის ინტერესების გატარება.
"მძიმე ემოციურ ფონზ, რა განცხადებებს გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი, პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს, უბრალოდ, ერთადერთი რასაც ახერხებს კიდევ, ეს არის აგენტურული ოპოზიციის მესიჯბოქსი.
ევროკავშირის ელჩის ბულინგთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ჩვენ არ გვჭირდება არავის ლეგიტიმაცია, მთავარი ქართველი ხალხის ლეგიტიმაციაა და მერე ხელსაც ჩამოართმევენ და დაელაპარაკებიან კიდეც ყველას. მაგრამ თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს იყო ლეგიტიმაცია მთავარი, ასე არ არის. ლეგიტიმაციაზე რომ ლაპარაკობენ, საერთოდ აიგნორებენ იმას, რომ ჰელსინკის კომისიამ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემის გამო. არ არის ეს ლეგიტიმაციის მოცემის პირველი შემთხვევა. ევროპის რამდენიმე ქვეყანა ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო განცხადებებს აკეთებდა. ახლა აგენტურული ოპოზიცია სადღაც თავისი გავლენებით, თავისი პატრონების გავლენებით ვიღაცას რაღაც დე ფაქტოს აძახებინებს საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე, ამ მესიჯბოქსში ჩვენ ხომ არ შევყვებით. ამიტომ, დავამშვიდებ მათ, ნუ აბულინგებენ იმ კაცს, პიროვნულად მართლა კარგი კაცია, უბრალოდ რაღაც დირექტივები მოდის ხოლმე და ამ დირექტივებს ექვემდებარება ბუნებრივია", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.