01 სექტემბერი 2026,   03:27
ვრცლად
ვიქტორ ორბანი ბრიუსელს აკრიტიკებს: "მათ უნგრეთში მთავრობის შეცვლა სურთ. დავიცავთ საკუთარ თავს და ვიბრძოლებთ უნგრეთის სუვერენიტეტისთვის"

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბრიუსელს აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ ბრიუსელი უნგრეთში ისეთი მთავრობის ჩანერგვაზე მუშაობს, რომელიც მის პოლიტიკას განახორციელებს.

მისივე განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, მანფრედ ვებერი უნგრეთს მტრად მიიჩნევენ და არა პარტნიორად ან თუნდაც ოპონენტად, რის გამოც ხელისუფლების შეცვლა გადაწყვიტეს. განცხადება ორბანმა მედიასთან გააკეთა.

"მათ სურთ, რომ ჩვენ, უნგრელები, ბრიუსელის მთავრობის მხარეს გადაგვიყვანონ, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს. თუ ამის გაკეთება კეთილი სიტყვებით არ მოხერხდება, პოლიტიკურ ბრძოლამდე მივა. მათ მიიღეს გადაწყვეტილება: სურთ უნგრეთში მთავრობის შეცვლა. დავიცავთ საკუთარ თავს და ვიბრძოლებთ უნგრეთის სუვერენიტეტისა და უნგრელი ხალხის ინტერესებისთვის", - განაცხადა ორბანმა.

დღის ამბები