31 აგვისტო 2026,   21:01
ვრცლად
ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია, ვენაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების ფესტივალში მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების ფესტივალში - Orange Wine Festival მონაწილეობდა.

Orange Wine Festival წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მასში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს ქართული ღვინო როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე. 

ფესტივალი ხალხმრავალი იყო და სტუმრები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ქართული ღვინის მიმართ.

წელს ვენაში გამართულ ფესტივალში, წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი მწარმოებლის 350-მდე ღვინო მსოფლიოს 13 ქვეყნიდან.

 

 

დღის ამბები