01 სექტემბერი 2026,   13:05
ვრცლად
აბაშის სოფელ მარანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

აბაშის სოფელ მარანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასრულებულია. სამუშაოები სამ ეტაპად ჩატარდა. განაახლეს შენობის როგორც ინტერიერი, ისე - ფასადი. მოეწყო ახალი გადახურვა და სცენა ახალი განათება-გახმოვანების სისტემებით.

რეაბილიტაციის ღირებულება ოთხ მილიონ-ნახევარი ლარია. საზეიმო გახსნას კულტურის მინისტრის მოადგილე და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი დაესწრნენ.

დღის ამბები