13 აგვისტო 2026,   06:13
ვრცლად
ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბორჯომსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება 186.5 მილიონ ლარამდეა. პროექტები, ეტაპობრივად, 2025-2026 წლებში დასრულდება და შედეგად, 44 ათასამდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

2023 წელს დაბა ბაკურიანში 5 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 4 პროექტი განხორციელდა. შედეგად, დაბა ბაკურიანის 10 800-მდე ბენეფიციარი უკვე სარგებლობს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.

კურორტის განვითარებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისათვის დაიწყო 3 პროექტი. პროექტების ფარგლებში, სრულად განახლდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი, მოეწყობა რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და აშენდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.

დღის ამბები