20 აგვისტო 2026,   06:55
ვრცლად
ჭიათურაში, ადგილობრივების ერთი ჯგუფი შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების ბლოკირებას განაგრძობს

ჭიათურაში, ადგილობრივების ერთი ჯგუფი შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების ბლოკირებას განაგრძობს. მათი მოთხოვნა მაღაროების მუშაობის გაჩერება და კომპენსაციების გაცემაა.

თუმცა, "რუსთავი 2-ის" მიერ კომპანიიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ აქციის ორგანიზატორებს კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ათი ათასობით ლარის ოდენობით კომპენსაციები უკვე მიღებული აქვთ. დღეს აქციის მონაწილეები ამ და სხვა საკითხებზე "კურიერის" კითხვებს არ პასუხობენ.

1. გიორგი ნეფარიძე - 96 814 ლარი. 
2. თამარ კუპატაძე -117 097 ლარი.
3. რომან მეგრელიშვილი - 105 031 ლარი. 
4. ჯანიკო ლაბაძე -195 738 ლარი.

დღის ამბები