09 ივნისი 2026,   12:22
ვრცლად
ნარკოტიკის ხარისხის შემოწმების მიზნით, პოლონეთში მამაკაცმა პოლიციას მიმართა - ის დააკავეს

პოლონეთში, მამაკაცმა ნარკოტიკული საშუალება პოლიციის განყოფილებაში მიიტანა, რათა მისი ხარისხი შეემოწმებინათ.

მამაკაცმა მორიგე პოლიციელს სთხოვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ანალიზი გაეკეთებინათ და მისი ხარისხი დაედგინათ, რადგან ის ეჭვობდა, რომ უხარისხო ნარკოტიკი მიჰყიდეს, რომელსაც ქიმიური მინარევები ჰქონდა.

საბოლოო ჯამში, პოლიციამ მამაკაცი ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით დააკავა.

წყარო: Nexta

დღის ამბები