რუმინეთში, ცნობილი ინფლუენსერის ენდრიუ ტეიტის სახლში სპეცრაზმი შეიჭრა. სოციალურ ქსელში გავლენიანი პირის სახლში სპეცრაზმის შესვლა, მის განცხადებებს უკავშირდება, რომელიც ადამიანებით ვაჭრობასა და არასრულწლოვანებთან სექსუალური აქტის დამყარებას ეხება. ინფორმაციას theguardian-ი ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, სპეცრაზმელებმა ტეიტის სახლში 4 ჩხრეკა ჩაატარეს, რომელიც სავარაუდო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში მოხდა, მათ შორისაა ადამიანებით ვაჭრობისა და არასრულწლოვანებთან სექსუალური აქტის დამყარების ბრალდებები.
37 წლის ენდრიუ ტეიტი, რომელიც საკუთარ თავს ქალთმოძულეს უწოდებს, სოციალურ ქსელში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს, განსაკუთრებით ბიჭებსა და ახალგაზრდებს შორის. ტეიტმა სოციალურ ქსელში პოპულარობა ულტრამამაკაცური ცხოვრების წესის პროპაგანდით მოიპოვა, რომელიც ხშირად ქალების დამცირებას გულისხმობს.
გასულ წელს, ენდრიუსა და მის ძმას ტრისტანს ბრალი წაუყენეს ადამიანებით ვაჭრობაში, გაუპატიურებასა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში, რასაც ბრალდებულები უარყოფენ.
ძმები და ორი რუმინელი ქალი სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან და მათ წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფენ.