23 ივნისი 2026,   09:53
ვრცლად
ალენ დელონის ძაღლს აღარ დააძინებენ - მსახიობის ბოლო სურვილი არ შესრულდა

გარდაცვლილი ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის სურვილი, მისი საყვარელი ძაღლი ევთანაზიის საშუალებით დაეძინებინათ და მასთან ერთად დაეკრძალათ, მისმა შვილებმა უგულებელყვეს. ინფორმაციას theguardian-ი ავრცელებს.

მსახიობის ოჯახის წევრებმა გადაწყვეტილება ცხოველთა უფლებების დამცველების აღშფოთების შემდეგ მიიღეს.

მსახიობი, რომელიც კვირას, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, აცხადებდა, რომ მას სურდა მისი 10 წლის ბელგიური ნაგაზი, სახელად ლუბო, დაეძინებინათ და მასთან ერთად, მისი ოჯახის საგვარეულო საფლავში მოეთავსებინათ, რომელიც სოფელ სოულში მდებარეობს.

სამშაბათს, ჯანმრთელი ცხოველის შესაძლო დაძინების გამო აქტივისტებმა შეშფოთება გამოთქვეს და მსახიობის შვილებს ძაღლისთვის ახალი ოჯახის მოძებნა შესთავაზეს, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ძაღლი იცოცხლებდა.

 

დღის ამბები