რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების წინსვლა გრძელდება. უკრაინელები კურსკის ოლქში 1000 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებენ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით ამ დროისთვის დაკავებულია 74 დასახლებული პუნქტი. ბელგოროდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კიდევ ორ ოლქში ბრიანსკში და ბელგოროდში კი ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან საკუთარი შედარებით მცირე საჯარისო ნაწილები მოხსნა და კურსკის ოლქში გადაისროლა.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით კურსკში შექმნილი ვითარება პუტინისთვის ნამდვილ დილემად იქცა. ჯო ბაიდენის განცხადებით ამერიკული მხარე უკრაინასთან ვითარებასთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზეა.