ომი გრძელდება უკრაინაში - გასულ ღამეს ხერსონი დაიბომბა. შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს. რუსული წყალქვეშა ნავი, "„დონის როსტოვი" რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ სევასტოპოლში შეკეთების მიზნით იყო გაჩერებული.
რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ ომში 1150 ჯარისკაცი, ხუთი ტანკი და 59 საარტილერიო სისტემა დაკარგა.
"ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორების დარწმუნებას, რომ უკრაინას სჭირდება დარტყმების განხორციელება რუსი ოკუპანტის წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება ეს გადაწყვეტილება, რათა შევძლოთ ყველა იმ იარაღის გამოყენება, რაც შეიძლება ეფექტური იყოს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე და დავასრულოთ ომი უკრაინული პირობებით, და ყოველი დარტყმა, რომელიც ზუსტად პასუხობს რუსეთის საჰაერო ბომბებს, რომელიც ანადგურებს რუსულ ლოგისტიკას და ბაზებს, რაც ოკუპანტს ჩვენს მიწაზე დარჩენას ართულებს, ყოველი ასეთი დარტყმა ომის დასრულებას აახლოვებს. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მეომარს შეიარაღებულ ძალებში, დაზვერვაში და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.