23 ივნისი 2026,   09:53
ვრცლად
დაჯგუფება "ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

დაჯგუფება "ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მედიის ცნობით, ისრაელში სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით სარაკეტო იერიში ისრაელის მიერ ლიბანურ სოფელ ჩამააზე განხორციელებულ დარტყმაზე პასუხი იყო.

ამავდროულად ისრაელი აცხადებს, რომ ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასთან" , "ჰეზბოლასთან"" და ირანთან კონფლიქტის ნებისმიერ სცენარზე საპასუხოდ მზადაა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ძალიან მაღალი დონის მზადყოფნაშია ნებისმიერი გამოწვევისთვის, როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი თვალსაზრისით.

დღის ამბები