24 ივნისი 2026,   12:39
ვრცლად
თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ნეპალში 18 ადამიანი დაიღუპა - ავიაკატასტროფას ერთი ადამიანი გადაურჩა

ნეპალის ხელისუფლების ინფორმაციით, დედაქალაქ კატმანდუში, მცირე ზომის თვითმფრინავი აფრენის დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადების თანახმად, Saurya Airlines-ის ავიაკატასტროფას 1 ადამიანი გადაურჩა.

პოლიციის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი გადამზიდი კომპანიის თანამშრომლები იყო.

ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, თვითმფრინავი კატმანდუდან ქალაქ პოხარაში მიემართებოდა და ის აფრენისას, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ჩამოვარდა. მისი განმარტებით, თვითმფრინავი ტექნიკური მომსახურების ჩასატარებლად უნდა გაფრენილიყო.

დღის ამბები