"ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი 2024" - ღონისძიების ფარგლებში, გამართულ სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, ქვეყნის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში, სახალხო დიპლომატიისა და მიგრაციის საკითხები განიხილეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ახალგაზრდა ელჩებმა კი ინიციატივები და სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს.