20 აგვისტო 2026,   02:07
ვრცლად
მარნეულის მუნიციპალიტეტში, 18 შიდა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, 18 შიდა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მათი ღირებულება, ჯამში, 9 მილიონ ლარზე მეტია.

ამ ეტაპზე, სოფელ სადახლოში შიდა გზების მოასფალტება დასკვნით ფაზაშია, ხოლო ქუთლიარში აქტიურად მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები .

პროექტები, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დღის ამბები