უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო განგაში ქვეყნის აღმოსავლეთ ოლქებში ბალისტიკური იარაღის საფრთხის გამო ჩაირთო. სამხედროები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ.
მძიმე არტილერიითა და დრონებით იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ნიკოპოლის რეგიონზე, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. ინტენსიური ბრძოლებია პოკროვსკის მიმართულებით.
ამავე დროს, რუმინეთი განიხილავს საზენიტო-სარაკეტო სისტემის "პატრიოტის" უკრაინისთვის გადაცემას.