საქართველოს კულტურის მინისტრმა და ლევილის მერმა, ლევილის ქართველთა სასაფლაოს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
ქართულმა და ფრანგულმა მხარეებმა უნდა შეადგინონ თანამშრომლობის დოკუმენტი, რომელიც სასაფლაოს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებს ორივე მხარეს გაუნაწილებს.
მამული, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2016 წელს, საქართველოს დაუბრუნდა, თუმცა ლევილის სასაფლაოს ის ნაწილი, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ემიგრაციის სხვა წარმომადგენლები განისვენებენ, ლევილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და მისი მოვლა-პატრონობის უფლება ქართულ მხარეს არ აქვს.