15 სექტემბერი 2026,   13:09
ვრცლად
ამბროლაურში ინფო-ტური დაიწყო

ამბროლაურში ინფო-ტური დაიწყო. 30-მდე ტუროპერატორი სამი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროებს დაათვალიერებს, გაეცნობა ინფრასტრუქტურას და იმ სერვისებს, რასაც ბიზნესის წარმომადგენლები მომხმარებლებს სთავაზობენ. ტურის მიზანი რაჭაში ტურიზმისთვის ხელის შეწყობაა.

ტურ-ოპერატორების ვიზიტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

დღის ამბები