მუზეუმების საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სკოლებს უმასპინძლა.
მოსწავლეებს შორის იყვნენ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები. შეხვედრის მთავარი მასპინძელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა იყო.
მუზეუმში მისულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ 1918-1921 წლებში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, საქართველოში გამოშვებული სახელმწიფო და კორპორატიული ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების ისტორიას.