14 სექტემბერი 2026,   13:55
ვრცლად
საქართველოსა და ყაზახეთის კინოცენტრებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ყაზახეთის კინოცენტრებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების თანახმად, შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსები, რომელთა მიზანი მხოლოდ საქართველო-ყაზახეთის კოპროდუქციის წახალისება იქნება.

ასევე, ეს შეთანხმება წაახალისებს საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, გამოცდილების გაზიარების მიზნით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიების გამართვაც, ხელი შეეწყობა ფილმების დისტრიბუციასაც. 

დღის ამბები