"რა? სად? როდის?" - ევროპის შესახებ, ინტელექტუალურ თამაშში, სტუდენტური ფინალური ტური გაიმართა.
თამაში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. მან მსგავს ღონისძიებებში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"საქართველოში ევროპის დღეების დახურავს ინტელექტუალური ქვიზი. ამ თამაშს მთელ საქართველოში ვატარებთ და გასულ წელს აჭარიდან დავიწყეთ. 6000-მდე ახალგაზრდა ჩაერთო ამ პროექტში. დღეს დიდი ფინალი გვაქვს, რომელშიც მეც ვმონაწილეობ. დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე ქართველმა ახალგაზრდებმა, თავიანთი ენთუზიაზმითა და ცოდნით. მსგავს ღონისძიებებს გავაგრძელებთ, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მყარი წარმოდგენა, რას ნიშნავს იყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის დღეების ყველა მონაწილეს, რომელიც "ექსპო-ჯორჯიაში" ჩატარდა, და რომელსაც თბილისიდან და მთელი საქართველოდან 50 ათასამდე სტუმარი ჰყავდა," - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.