ბაგების დასახლების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ადგილზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი.
ხიდზე უკვე დასრულებულია რკინა-ბეტონის ფილების მოწყობა. უახლოეს დღეებში დასრულდება იზოლაციის სამუშაოებიც. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და მოაჯირების მონტაჟი. ეწყობა გარე განათების ქსელიც, ხიდის სავალ ნაწილზე დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება.
სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება.