საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს შეუძლიათ გადაინაცვლონ პარლამენტის შენობის წინ. მისივე თქმით, არ არსებობს ქუჩის გადაკეტვის აუცილებლობა:
"მონაწილეებთან მივედით და ვესაუბრეთ - პროტესტს თუ აგრძელებენ, გააგრძელონ. შეუძლიათ პარლამენტის წინ დადგნენ და მშვიდობიანად გააპროტესტონ. ჩვენი მიზანია, აქციის მონაწილეებს გავაგებინოთ რომ მათ არავინ მისდევს და ავიწროებს. უბრალოდ ვუხსნით რომ მშვიდობიანი პროტესტი პარლამენტის წინ გამოხატონ.