გამოვიყენეთ ის სპეციალური საშუალებები, რაც კანონით არის გათვალისწინებული - წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი. მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი გვქონდა, რეზინის ტყვიები არ გამოგვიყენებია, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
"საზოგადოება კარგად ხედავს, რომ აქციის მონაწილეები იყენებენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებს, რაც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიაში არ იყიდება. საიდან მოხვდა მათ ხელში ძალიან საინტერესოა და ამას აუცილებლად გავარკვევთ, როგორ მოხვდა ამ ადამიანებს ხელში ეს საშუალებები. კატეგორიულად უარვყოფთ და ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ შინაგანს საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია,"- განაცხადა დარახველიძემ.