უკანონო სახერხი საამქრო კახეთში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლენტური ტიპის სახერხ-დანადგარს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მიაგნეს.
სახერხი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაში, უკანონოდ იყო დამონტაჟებული. ამოღებულია წაბლის სახეობის ნახევარი კუბური მეტრი მოცულობის ფიცარიც.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.