17 სექტემბერი 2026,   10:27
ვრცლად
დოკუმენტებში მიეთითება სქესი, რომელიც შეესაბამება ადამიანის გენეტიკურ მონაცემებს - ეს ძალიან მნიშვნელოვანი დათქმაა - მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტებში ადამიანს მიეთითება ის სქესი, რომელიც შეესაბამება მის გენეტიკურ მონაცემებს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დათქმაა.

"შემთხვევით არ ჩაგვიწერია, რომ მიეთითება სქესი, რომელიც შეესაბამება მის გენეტიკურ მონაცემებს. საქართველოში გენეტიკური მონაცემები შესაბამისი სქესით ჩაიწერება - ეს ძალიან მნიშვნელოვანი დათქმაა. თუკი ჩვენ ვკრძალავთ ქვეყანაში სქესის გადაკეთებას, ამას შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფაც უნდა მოსდევდეს, რაც შეესაბამება მის გენეტიკურ მონაცემებს, ის სქესი ჩაიწერება შესაბამის დოკუმენტაციაში,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

დღის ამბები