დაცული ტერიტორიების სააგენტომ კორეის დელეგაციას უმასპინძლა. ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი თანამშრომლობასა და ახალ ერთობლივ ინიციატივებს შეეხებოდა.
გარდა ამისა, სტუმრებმა ქართულ მხარეს თანამშრომლობის ფარგლებში, ყაზბეგის ეროვნულ პარკში დასამონტაჟებლად ორი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური გადასცეს. ობიექტებიდან მიღებულმა მონაცემებმა დაცული ტერიტორიის მართვასა და კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასებას ხელი უნდა შეუწყოს.