17 სექტემბერი 2026,   10:15
ვრცლად
რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასიური სარაკეტო იერიშები მიიტანა - საპასუხო დარტყმებს ახორციელებს რუსეთზე უკრაინაც

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასიური სარაკეტო იერიშები მიიტანა. კიევზე, ოდესაზე და სუმზე განხორციელებულ თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

კიევში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულება და ინფრასტრუქტურა. დრონებით იერიშის შედეგად მთლიანად განადგურდა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაარსებული სტუდია "კვარტალი 95", ასევე უკრაინის პირველი ლედის ფონდის საწყობები.

საპასუხო დარტყმები რუსეთზე მიაქვს უკრაინასაც. იერიში იყო სარატოვისა და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - შედეგად მათ მუშაობა სრულად შეაჩერეს.

"როიტერის" შეფასებით, ორი მსხვილი საწარმოს გაჩერება რუსეთის შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტს გაამწვავებს.

დღის ამბები