მოსკოვის ცენტრში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და კრემლს გამოძიებისკენ მოუწოდებს.
"მოსკოვში კროკუსის თეატრში უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმის სურათი საშინელი და სამწუხაროა. საქმე რაც შეიძლება მალე უნდა გამოიძიონ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს," - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მოსკოვის საკონცერტო დარბაზში - "კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული თავდასხმისა და აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. დაშავებულია 115 ადამიანი, ათობით პირი კი დაკარგულად მიიჩნევა.