მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული თავდასხმისა და აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ინფომაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას 320 მეხანძრე 130 ერთეული ტექნიკით ცდილობს. მათივე ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სამი ვერტმფრენიც.
რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 13 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული.