ორი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა აშშ-ის დედაქალაქში სროლის შედეგად. ინციდენტი კენედის რეკრეაციულ ცენტრთან ახლოს, ქუჩაში ღამის სამ საათზე მოხდა.
ორივე დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რა მოხდა და ვინ გახსნა ცეცხლი? - პოლიცია მომხდარის დეტალების დადგენას ცდილობს. გამოძიებაში დახმარების სანაცვლოდ დაწესებულია ჯილდოც - 50 000 დოლარი.