14 სექტემბერი 2026,   18:17
ვრცლად
თბილისში აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისში, აბაშიძის 20 ნომერში, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელობის მემორიალური დაფა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, თავად აკადემიკოსის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

გოჩა ჩოგოვაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, მრავალი საერთაშორისო აკადემიის წევრი, დიპლომატი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო საფრანგეთსა და ესპანეთის სამეფოში.

დღის ამბები